''საქართველოს ბანკის'' დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

27 ნოემბერი 2020, 14:16 943 ნახვა

„საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში