აჭარასა და გურიაში აბონენტებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 

28 ნოემბერი 2020, 09:52 18116 ნახვა

მაგისტრალური გაზსადენის ავარიული დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ.

"სოკარ ჯორჯია" გაზში აცხადებენ, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანია ამ ეტაპზე არკვევს გაზსადენის რა მონაკვეთია დაზიანებული.

ჯერ-ჯერობით უცნობია დაზიანების მიზეზი და ისიც, თუ როდის აღუდგება მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში