რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ითხოვს წედის მოსახლეობა?

28 ნოემბერი 2020, 12:15 865 ნახვა

პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში მერიაში მოსახლეობის იდეების წარდგენა  დასრულდა.  სულ 10 იდეას განიხილავენ. დოლოგნისა და დაბა ქედის მოსახლეობა გარეგანათებების, პარკების, დასასვენებელი და გასართობი ცენტრების მოწყობას ითხოვს.

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება დაბა ქედასა და დოლოგანში,  ეს ხმათა უმრავლესობით გადაწყდება. კენჭისყრა ონლაინ და სატელეფონო რეჟიმში გაიმართება. პროექტი საპილოტედ წელს მხოლოდ დოლოგანსა და დაბა ქედაში განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 300 ათასი ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში