ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალიდან ეტაპობრივად დაიწყება

28 ნოემბერი 2020, 18:40 5698 ნახვა

ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ აჭარისა და გურიის აბონენტებს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, პირველ ეტაპზე გვიან ღამით გაზის მიწოდება აღუდგებათ კოვიდსაავადმყოფოებსა და სასტუმროებს, შემდეგ კი მოსახლეობას.

რა გახდა მასშტაბური გათიშვის მიზეზი და რა სახის დაზიანება იყო მილსადენზე კომპანიაში ჯერჯერობით მიზეზებზე ვერ საუბრობენ, ამბობენ, რომ დასკვნას სპეციალისტები ამზადებენ. რეგიონებს გაზი დღეს დილიდან არ მიეწოდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში