ეპიდვითარება 28/11

28 ნოემბერი 2020, 20:15 1024 ნახვა

კორონავირუსული ინფექცია დღეს, კიდევ ერთი ეპიდემიოლოგის გარდაცვალების მიზეზი იყო. კოვიდ 19-ის  შემთხვევების რაოდენობა იმერეთსა და აჭარაში თითქმის თანაბარია, აჭარაში ვირუსი კიდევ 683 მოქალაქეს დაუდასტურდა.

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში ამჟამად ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ის პირები კი, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, სახლის პირობებში ან კოვიდ სასტუმროებში რჩებიან. ჯამში ვირუსი დღეს, 4  472 მოქალაქეს დაუდასტურდა, დაღუპა 34.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში