საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

28 ნოემბერი 2020, 23:49 1700 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2022 წლის ევრობასკეთის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ფინეთის ნაკრები 6 ქულიანი სხვაობით 91-85 დაამარცხა.

მატჩი ფინეთის ქალაქ ესპოოში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 4-დან სამი პერიოდი მოუგო და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაში გიორგი შერმადინმა 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, 10 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა თორნიკე შენგელიამ თავის აქტივში, თად მაკფადენის ანგარიშზე კი 10 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემაა.

ილიას ზურისის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრების 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, მეორე-მესამე და მეოთხე ადგილებს კი 4-4 ქულით სერბეთის შვეიცარიის და ფინეთის ნაკრები ინაწილებენ. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოულოდნელად სერბეთის ნაკრები 90-92 შვეიცარიასთან დამარცხდა.

მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა ისევ ფინეთის ქალაქ ესპოოში გაიმართება. პირველი შეხვედრა ამ ნაკრებებს შორის ოვერტაიმში საქართველოს გამარჯვებით 96:88 დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში