ლონდონში რეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

29 ნოემბერი 2020, 12:08 1468 ნახვა

ლონდონში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია 155-მდე დემონსტრანტი. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციები არაკანონიერია, რადგან ლონდონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, მასშტაბური შეკრებები აკრძალულია. აქციის დაშლის მცდელობისას, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს შუშის ბოთლები დაუშინეს.

დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები რეგულაციების დაწესების დღიდან მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, დაკავებულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება კოვიდ-19, ის ბოლო მონაცემებს, 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 15 871 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კი 479-ით გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში