ინფრასტრუქტურული სამუშაოები

30 ნოემბერი 2020, 17:59 1064 ნახვა

ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მონტაჟი დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი და კეთილმოეწყობა აღნიშნული ქუჩის  შესახვევები და ჩიხები.

პროექტის ფარგლებში უკვე სრულდება აფსაროსის გზატკეცილის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე კოლექტორი და დაიგო ასფალტის საფარი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში