რატომ დაილუქა ფიტნეს ცენტრი? - შსს-ს განმარტება

30 ნოემბერი 2020, 17:50 1203 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შპს „ონლაინ მეჯიქშ“ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ შპს „ონლაინ მეჯიქ" ე.წ. „რეფორმერი ფიტნესი" არ დაემორჩილა შეზღუდვებს და გააგრძელა  დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც 10 000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის გამოც, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში