საქართველოში კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

01 დეკემბერი 2020, 10:43 2345 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას დიაბეტი ჰქონდა.

ინფიცირებული ჯერ კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, ტემპერატურის მომატების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

გერმანული ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ეკატერინე ლორია აცხადებს, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.​

„პაციენტი გერმანულ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს, 21:00 საათზე შემოიყვანეს. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო აყვანილი, დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება.

მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, ვარჯიშების მიუხედავად არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი და გადაყვანილი იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. 29 ნოემბერს დაფიქსირდა სიკვდილი“, – განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში