საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

01 დეკემბერი 2020, 12:57 972 ნახვა

ევრობასკეტი - 2022 -ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს საკალათბურთო  ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო. ჩვენი გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, ხოლო 17 ქულა გიორგი შენგელიამ გამოიმუშავა. სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდა კალათბურთელები შედეგიანი თამაშით გამოირჩნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში