ქობულეთის საკონსერვო ქარხანამ არასტანდარტული მანდარინის მიღება დაიწყო

01 დეკემბერი 2020, 13:50 954 ნახვა

არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-მა დღეიდან არასტანდარტული მანდარინის მიღება დაიწყო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გადაუხდის, შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.

ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში