საბჭოთა კავშირის ჰიმნი აჭარის მთავრობასთან - "ალტერნატივას" პერფომანსი

01 დეკემბერი 2020, 15:37 1353 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა პერფომანსი მოაწყვეს. მათ ჯერ აჭარის მთავრობის შენობას სტიკერები გააკრეს, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

"პატარა ლენინად იქცა, ბუშტების გამო გვარბევენ, ახალგაზრდებს სცემენ პოლიციელები და მოქმედებენ საბჭოთა მეთოდებით ასე რომ ჩავურთეთ მათი ჰიმნი. ისინი ქართველები აღარ არიან, აღარ ემსახურებიან საქართველოს, ისინი აბრუნებენ ქვეყანას საბჭოთა კავშირში"-განაცხადა "ალტერნატივას" წევრმა ნუგზარ ხოზრევანიძემ.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად 2011 წლიდან იკრძალება საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება საჯარო სივრცეებში, თუმცა რა ღონისძიებებს გაატარებს შესაბამისი უწყება მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში