19 წლის პაციენტის გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის - თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2020, 19:24 1092 ნახვა

19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდინფიცირებული 19 წლის პაციენტის გარდაცვალებაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

"ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის. შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც.

რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ექიმის შეფასებით ჩაითვალა, მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის,"- აცხადებს თამარ გაბუნია.

19 წლის პაციენტი მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში