საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

02 დეკემბერი 2020, 10:56 1390 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი, ხოლო 39 ადამიანი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა.

''დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 806, აჭარაში-999, იმერეთში-1 241.

მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272- თბილისში, 1 973-აჭარაში.

10 192 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში