საქართველოში covid-19 გაფართოებული ტესტირება იწყება

02 დეკემბერი 2020, 12:20 1637 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში გაფართოებული ტესტირება იწყება. პროგრამა მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

'''დღეიდან ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ დღეში გააკეთებს 20 000 ტესტს, ამას დაემატება კერძო კლინიკებში ჩატარებული ტესტები.

განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც 20 წუთში არის შესაძლებელი. 

აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო პირების კოვიდსასტუმროებში გადაყვანას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. 

ამ მიზნით, ორი თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართვა და ტესტირების გაფართოება'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში