მეტადონის პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის დღიური დოზის გაცემა იცვლება

02 დეკემბერი 2020, 12:46 2211 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის 5 დღის დოზის გაცემა გარკვეულ რისკებს წარმოადგენს, პროგრამა პანდემიის გამო ამ რეჟიმით აგრძელებს ფუნქციონირებას.

"მეტადონის პროგრამა ჯერ კიდევ გაზაფხულზე მუშაობდა ამ რეჟიმით და ამასთან დაკავშირებით სამინისტროშიც გვქონდა გარკვეული კრიტიკული შეხედულებები, ვინაიდან გარკვეულ რისკს წარმოადგენს, როცა ჩვენ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ვაძლევთ 5 დღის დოზას, მაგრამ პანდემიიდან გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით ჩვენ ავიღეთ გარკვეული რისკები და შსს-სთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს პროგრამა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს და ნაკლები კითხვები გააჩინოს.

პროგრამა დღესაც გაზაფხულის რეჟიმით აგრძელებს ფუნქციონირებას. ისევ და ისევ პაციენტების ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროგრამაა ეს და ისინი შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებენ მაქსიმალურ კონტროლს მასზე"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში