,,კოვაქსი'' შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ გვექნება არჩევის უფლება - გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 13:13 2194 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა კოვიდ ვაქცინაზე მუშაობა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისინი მუშაობენ, როგორც კოვაქს პლატფორმასთან, ასევე უშუალოდ მწარმოებლებთან.

"ჩვენ გაერთიანებული ვართ ,,კოვაქს'' პლატფორმაზე, ამ პლატფორმას შეთავაზებული აქვს დაახლოებით 170 ქვეყანა, ჩენ პირველი შენატანი გადახდილი გვაქ დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, იმ პირობით, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება. ,,კოვაქსი'' შეისყიდის 4-5 ვაქცინას მაინც და შემდეგ ჩვენ გვექნება მისი არჩევის უფლება.

,,კოვაქს'' პლატფორმის მექანიზმი დიდი ალბათობით ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე ანუ მარტ-აპრილში, მანამდეც, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ თვითონ მწარმოებლებთან. სამინისტროში შექმნილია სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი, დღესაც არის სამუშაო შეხვედრა და იწერება დანერგვის გეგმა, რომელიც მალე დაახლოებით 2 კვირაში უნდა იყოს მზად. მასში ყველა სცენარი გაიწერება, თუ იქნა განსხვავებები ამ ვაქცინებს შორის, მაგალითად "ფაიზერს" სჭირდება -70-იანი ცივი ჯაჭვი, "მოდერნას" -20 ჯაჭვი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა ვარიანტისთვის და ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან ერთად.

ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა იმ რისკ ჯგუფებისთვის, რომელსაც ქვეყანა დაადგენს. ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებებით ხანდაზმულები, მოხუცთა სახლის ბინადარნი, ეს ცნობილი რისკ ჯგუფებია"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში