საახალწლო ბიუჯეტი ქობულეთში სასურსათო კალათებზე დაიხარჯება

02 დეკემბერი 2020, 14:35 1370 ნახვა

საახალწლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხით ქობულეთში სასურსათო კალათებს იყიდიან. საუბარია 30 ათას ლარზე, რომელიც დაიხარჯება პირველადი და გადაუდებელი პროდუქტების შესაძენად. ასევე დაგეგმილია მედიკამენტების დარიგებაც. 

ქობულეთის მერის ინფორმაციით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ  ფინანსები სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებზე დაიხარჯება და 31 დეკემბრამდე დახმარებას ათასობით ოჯახი მიიღებს.  თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, რამდენჯერმე დაკორექტირდა და გამოწვევების შესაბამისად  გადანაწილდა ფინანსური რესურსი.  

მირიან ქათამაძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს თანხა არც საახალწლო განათებებისთვის დაიხარჯება და ქალაქის ქუჩები უკვე არსებული საახალწლო ატრიბუტიკით მოირთვება. ბიუჯეტის კორექტირების შესახებ დავალებები მუნიციპალიტეტებმა გუშინ აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში