თუ ოპოზიციას სურვილი აქვს ცივილურად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა ისარგებლონ მანდატებით - რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 17:08 1092 ნახვა

მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა და დღის წესრიგი, აქციაზე დიდი ყურადღების გამახვილებით კი დრო იკარგება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას სურვილი აქვს ცივილურად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ უნდა ისარგებლონ იმ მანდატებით, რომელიც მათ ამომრჩეველმა მიანიჭა.

აჭარის მთავრობის სახლთან დაახლოებით ერთი თვეა საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში