ინტერპოლის გარფთხილება

02 დეკემბერი 2020, 17:25 1227 ნახვა

ინტერპოლი შეშფოთებულია მსოფლიოში ორგანიზებული დანაშაულის მხრიდან შესაძლო საფრთხის გამო, რომელმაც შესაძლოა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფალსიფიცირებული პრეპარატების გავრცელება დაიწყოს - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს. 

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები რაც შეიძლება კარგად იყვნენ მომზადებული კრიმინალური აქტიურობის ყველა სახის  ზვავისთვის, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინასთან იქნება დაკავშირებული - აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი

ამ საფრთხის გამო ინტერპოლმა  ორგანიზაციის წევრ 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი გაფრთხილება გაუგზავნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში