საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი

03 დეკემბერი 2020, 10:52 1157 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო 45 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში