ინტენსიური ტესტირების მიზანია, რომ 2 თვის შემდეგ სრულფასოვნად გავაგრძელოთ ცხოვრება - პრემიერი

03 დეკემბერი 2020, 11:19 1707 ნახვა

პრემიერის განცხადებით, ინტენსიური ტესტირების მიზანია, რომ 2 თვის შემდეგ ჩენ გვქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვნად გავაგრძელოთ ცხოვრება.

"ჩვენ გამოვაცხადეთ 2 თვიანი მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვები, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს კოვიდის გავრცელების სისწრაფე ქვეყანაში. ამასთან ერთად ჩენ ამავდროულად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში. ეს გახლავთ ის მექანიზმი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას.

მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაიკეთონ, ეს გარდა იმისა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს. 

ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი და ეს არის, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. შემთხვევები გამოვავლინოთ და მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა იმისთვის, რომ 2 თვის შემდეგ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვანი ცხოვრებით გავაგრძელოთ ცხოვრება"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, პარალელურად შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინის დროულ შემოტანას და ტექნიკური სამუშაოების ეფექტურად ჩატარებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში