დადგენილი წესები გამოხატვის თავისუფლებას ხელს არ უშლის და ისინი აღსრულებული უნდა იყოს მაქსიმალური სიმკაცრით - პრემიერი

03 დეკემბერი 2020, 11:35 774 ნახვა

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა ის წესები, რომლებიც დადგენილია მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების მხრიდან და რომლებიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას,  აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით.

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი და ჩვენი მოხუცები.

ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდვას არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები არ არის რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები რა თქმა უნდა ეხება ყველას.

მე მინდა შინაგან საქმეთა სამინსიტროს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომლებიც არანაირად არ უშლიან ხელს გამოხატვის თავისუფლებას აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით ეს არის პირველი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში