აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

03 დეკემბერი 2020, 11:40 1063 ნახვა

საქართველოსთვის უფრო მტკიცე მხარდაჭერის შესახებ აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  მოკავშირეები უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გულწრფელად ესაუბრნენ. "აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ნატოს მინისტერიალზე ასევე განიხილა ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დამატებითი საკითხები. მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. სხვა დისკუსიების დროს ყურადღება გამახვილდა რუსეთზე, შეიარაღების კონტროლზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ნატო 2030-ის სამომავლო პერსპექტივაზე, ასევე ნატოსა და აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან საერთო კავშირებისა და ღირებულებების განმტკიცებაზე," - ნათქვამია აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში