ნორვეგიის დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრს

03 დეკემბერი 2020, 11:41 990 ნახვა

ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს საჩუქრად ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბებაში. ცენტრს ამჯერად პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, რადიოსადგურები და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში