სამსაზიდისი ‘’შემოდგომის ერთა თასის’’ დასკვნითი ეტაპის მატჩისთვის

03 დეკემბერი 2020, 11:43 943 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ‘’შემოდგომის ერთა თასის’’ დასკვნითი ეტაპის მატჩისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები 5 დეკემბერს ფიჯის ნაკრებს ედინბურგში მე-7 ადგილისთვის დაუპირისპირდება. ჩვენს ნაკრებს ფიჯის წინააღმდეგ ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე ტრამვების გამო დააკლდება. აღსანიშნავია, რომ კოვიდ ინფექციის გამო, ფიჯიმ „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთი მატჩი ვერ ჩაატარა. დასკვნით რაუნდში  საქართველოსა და ფიჯის შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი მაიკ ადამსონი განსჯის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში