საქართველოს ეკონომიკა დააგენერირებს საკმაო შემოსავალს, რომ მოვემსახუროთ საგარეო ვალს-თურნავა

03 დეკემბერი 2020, 12:51 1009 ნახვა

ეკონომიკის მინისტრმა დღეს საგარეო ვალის მხრივ არსებულ კითხვებს უპასუხა. ნათია თურნავას განცხადებით, ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმაო შემოსავალს, რომ უსაფრთხოდ და სტაბილიურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს.

"მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მსოფლიოში პანდემიიდან გამომდინარე საგარეო ვალის მოცულობა არის გაზრდილი და ჩვენზე მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ გარე სესხების გაზრდა, იმიტომ, რომ ცალკე აღებული სახელმწიფო საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდებოდა.

ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი, მისი გაჯანსაღების პროცესი დაწყებულია და მომავალ წელს გვაქვს საკმაოდ პოზიტიური ზრდა, ხოლო სავალუტო ფონდის შეფასებით მომდევნო პერიოდშიც ჩენ ვიქნებით ლიდერები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმაო შემოსავალს, რომ ჩვენ უსაფრთხოდ და სტაბილიურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს.

საგარეო ვალის გამოყენება ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან გამჭვირვალეა, ჩენ ვსაუბრობთ თითოეულ ლარზე, რომელიც იხარჯება. 

მთავარი და ძირითადი ამოცანა რისთვისაც ეს ვალია აღებული ანტიპანდემიური ღონისძიებები და იმ სირთულეების შემსუბუქება რაც ამ კრიზისითაა გამოწვეული"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში