ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონსკურსში 10-ის ნაცვლად 7 კანდიდატი იბრძოლებს

20 ოქტომბერი 2016, 00:00 3521 ნახვა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე მრჩეველთა საბჭომ 10 მსურველიდან 7 კანდიდატი დაარეგისტრირა. კონკურსში მონაწილე სამი პრეტენდენტი კონკურსს  გამოეთიშა. ბორდმა მათი დოკუმენტები დაიწუნა. თამილა  დოლიძეს და გიორგი გიორგაძეს დიპლომთან დაკავშირებული ხარვეზი დაუფიქსირდათ, თეიმურაზ დიასამიძეს კი პოზიციის  დასაკავებლად  საკმარისი სამუშაო გამოცდილება არ აღმოაჩნდა. ბორდის გადაწყვეტილებაზე  სატელევიზიო კომენტარს  არც ერთი მათგანი არ აკეთებს. კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა მრჩეველთა  საბჭოს  პოზიციას?- თამილა დოლიძე კომენტარს არ აკეთებს, თეიმურაზ დიასამიძისთვის  გადაწყვეტილება მისაღებია, გიორგი გიორგაძე კი გადაწყვეტილებას  უსამართლოდ მიიჩნევს და საკითხის გარკვევას გეგმავს. მრჩეველთა საბჭოს სხდომას მესამე სექტორი აკვირდებოდა. პროცესთან დაკავშირებით მათ შენიშვნები არ გამოუთქვამთ. დღესვე  კანდიდატებთან  გასაუბრების  და კენჭისყრის თარიღიც ჩაინიშნა. ახალი დირექტორი შესაძლოა 24 ოქტომბერს აირჩიონ, თუმცა სოსო სტურუა დირექტორის მოვალეობას 21 დეკემბრამდე შეასრულებს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში