თუ ოპოზიცია დესტრუქციულ ტონს შეიცვლის, მზად ვარ ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტსაც შევხვდე - თორნიკე რიჟვაძე

03 დეკემბერი 2020, 15:32 1173 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის აქციას, პერფორმანსებსა და ჰელიუმის ბუშტებთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა. 

 ,,პერფორმანსების გარჩევაში ვერ შევალ, მათ ჰყავთ ლუი დე ფიუნესებიც, ნიჭიერი თუ ნაკლებად ნიჭიერი წარმომადგენლები და ეს ყველაფერი თავად გააკეთონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე   ვაკეთებთ ჩვენ საქმეს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

მთავრობის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია დესტრუქციულ ტონს შეიცვლის მზად არის ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტსაც შეხვდეს. 

,,დისკომფორტს არანაირად არ მიქმნის. ჩვენი სამუშაო განრიგი არანაირად არ შეცვლილა. ვმოძრაობ იმ მარშრუტით და მაქვს ის დღის წესრიგი, რომელიც აქამდე მქონდა, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მოქალაქეებს მოვუწოდებ კიდევ ერთხელ სიმშვიდისკენ, ეს არის მთავარი. ძალიან მალე აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება და დამტკიცდება მთავრობა. ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს და იმ გამოწვევების გამკლავებას, რომელიც ამ რეგიონს აწუხებს. რაც შეეხება კონკრეტულ პერფორმანსებსა და საცირკო წარმოდგენებს, როცა მიზანი არის დესტრუქცია, რა თქმა უნდა ამაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. არც დრო გვაქვს და არც სურვილი. როცა იქნება კონსტრუქციული ტონი, მზად ვარ, ნებისმიერ ყველაზე აგრესულ პოლიტიკურ ოპონენტს შევხვდე“, – განაცხადა 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში