აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

03 დეკემბერი 2020, 20:00 1110 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ აქტივისტები, რომლებმაც  სამინისტროსთან დღეს აქცია გამართეს.   ისინი მიიჩნევენ, რომ  ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, პაციენტების გადაყვანა კი საავადმყოფოში ნაცნობობით ხდება. მათი შეფასებით სწორედ „ცუდი ჯანდაცვის სისტემის“ მსხვერპლი გახდნენ 19 და 24 წლის ახალგაზრდები.  

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ თუ მინისტრი მოსახლეობას არ შეხვდება, ისინი ადგილზე კარვებს გაშლიან. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები იყო გაძლიერებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში