ზაზა თავაძე-საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე

20 ოქტომბერი 2016, 00:00 3383 ნახვა

ვინ არის ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე? მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო  გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.  2008-2010 წლებში -  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2010 წლის 30 მარტს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის  10 ივნისს აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. მან დღეს გიორგი პაპუაშვილი შეცვალა და უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში