1 400 პირს კორონავირუსი ანტიგენ ტესტებით ჩატარებული კვლევისას დაუდასტურდა - თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:23 1582 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში 1400 პირს კორონავირუსი ანტიგენ ტესტებით ჩატარებული კვლევის დროს დაუდასტურდა.

თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განმარტა თუ როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი დადებითი პასუხის შემთხვევაში.

"გუშინ იყო პირველი დღე, როცა დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1400 შემთხვევა, ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები. ტესტი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. ოჯახის ექიმის რჩევით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ტესტირება. იზრდება რაოდენობა იმ პოლიკლინიკების ვინც ჩართულია პროგრამაში და გასწევენ სერვისს. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა იმისთვის, რომ პაციენტმა უზრუნველყოს თვითიზოლაცია და არ გახდნენ ინფექციის გავრცელების წყარო.

დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშრდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტი სწრაფად იგებს პასუხს  და უჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ამ შემთხვევაში 112 არ არის საჭირო დარეკვა. საჭიროა ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია, სწორედ მისგან უნდა დაელოდოს ზარს და  მითითებას, ის დღის განმავლობაში დაუკავშირდება. 112 ვურეკავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არის მძიმე და პაციენტი თვლის, რომ სჭირდება გადაუდებელი დახმარება" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში