აჭარის მთავრობასთან ​''იმოქმედეს'' წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს 

04 დეკემბერი 2020, 12:39 1548 ნახვა

 

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, დღეს მოძრაობა ​''იმოქმედეს'' წევრებმა, საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე ჰაერში ჰელიუმის ფერადი ბუშტები გაუშვეს.

ამბობენ, რომ კანონს არ არღვევენ, რადგან ამ ფორმით საბჭოთა კავშირის დროინდელ მიდგომებს გმობენ, რომელიც ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებასაც აქვს.

აქციაზე პლაკატებიც მიიტანეს, რომელზეც შავი ბუშტი, ასევე  ნამგალი და უროა გამოსახული და აქვს წარწერა: ''ნუ გეშინია ეს ბუშტია''. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში