სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში - მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 14:16 867 ნახვა

"სამწუხაროდ შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში"-ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან დადგენილი რეგულაციები.

"მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, თანამოქალაქეებს და მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში.

გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პირველ რიგში ამაში გამოიხატება საკუთარი ოჯახის წევრების, მეზობლის, თანამემამულეების და სამშობლოს სიყვარული" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში