თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

04 დეკემბერი 2020, 18:01 1902 ნახვა

დღეს სტამბოლიდან ჩინეთის მიმართულებით თურქული პროდუქციით  დატვირთული პირველი  მატარებელი გაემგზავრება. იგი 12 დღის განმავლობაში 8 ათას 600 კილომეტრს გაივლის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.  მატარებელი გაივლის სატრანსპორტო მარშრუტს სარკინიგზო გზით ბაქო-თბილისი-ყარსი. 

თურქეთი ამ მარშრუტით პირველად ისარგებლებს.  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ანკარა რეგიონში თავისი ცენტრალური მდგომარეობის გათვალისწინებით აღმოსავლეთსა და დასავლეთს  შორის  კავშირების გამყარებას განაგრძობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში