საქართველოს თასი „გაგრამ“ მოიგო

04 დეკემბერი 2020, 19:23 1375 ნახვა

საქართველოს თასის 2020 წლის გამარჯვებული "გაგრა" გახდა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 11-მეტრიანთა სერიაში დაამარცხა და თასის გამარჯვებული მეორედ გახდა.

სტადიონზე გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, 11-მეტრიანთა სერიაში კი 5:4 „გაგრამ“ გაიმარჯვა.

55-ე წუთზე „სამგურალი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მას შემდეგ რაც მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა მოედნიდან თედო კიკაბიძე გააძევა.

გუნდი მომავალ წელს უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენცის ლიგაზე ითამაშებს.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში