5450 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი - ეპიდვითარება ქვეყანაში

05 დეკემბერი 2020, 12:40 1298 ნახვა

კორონავირუსის ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიო  კოვიდ რუკაზე  სამეულშია.  5 ათასზე მეტი  მოქალაქე დაინფიცირდა კოვიდ 19-ით ბოლო დღე ღამეში ქვეყანაში. ეპიდემიის კერად ისევ დედაქალაქია, რომლის შემდეგაც ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა იმერეთშია.

რაც შეეხება აჭარას, გუშინდელთან შედარებით ინფიცირების დინამიკამ იკლო, თუმცა ვირუსით ბოლო 24 საათში ასეულობით ადამიანი მაინც დაინფიცირდა. სპეციალისტები ახალი შემთხვევების მატებას გაფართოებული ტესტირების დაწყებით ხსნიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში