''ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

05 დეკემბერი 2020, 12:15 1297 ნახვა

‘’ქურდული სამყაროს“ წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით   2 მოქალაქეა დაკავებული.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  ერთ-ერთ რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10  ათასი  აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

მათ  ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5 000 აშშ დოლარი გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში