ომბუდსმენი ეპიდვითარებაზე

05 დეკემბერი 2020, 18:30 813 ნახვა

სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები-აცხადებს სახალხო დამცველი.

გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, იმაზე, რომ  მაღალია ვირუსის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი, და რომ ვირუსით გარდაცვლილთა ოჯახები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე. ნინო ლომჯარია მიმართავს ჯანდაცვის  სამინისტროს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია კოვიდ  19-ის შემთხვევების აუდიტის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში