"მიპასუხე, არ გამწირო სიკვდილისთვის" - პროტესტი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან

05 დეკემბერი 2020, 18:27 1092 ნახვა

"ნუ გვწირავთ სიკვდილისთვის!" "ყოველი წამი მნიშვნელოვანია!"– ამ ლოზუნგებით 112-ის შენობასთან  სამოქალაქო აქტივისტებისა და ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია  გამართეს.

 მათი თქმით,  112 -ის სისტემა გაჭედილია და ისინი მოქალაქეების ზარებს ვერ პასუხობენ, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დროულად ვერ მიდის. აქციის მონაწილეებმა რეაგირებისკენ ხელისუფლებას მიმართეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში