კოვიდ-19 პანდემიის საკითხზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესია ჩატარდა

06 დეკემბერი 2020, 12:35 993 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოვიდ-19 პანდემიის საკითხზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის ფარგლებში, დებატებზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში მსოფლიოში შექმნილ გამოწვევებს და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო სირთულეების დაძლევას.

იგი მიესალმა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მიმართულებით მიმდინარე უპრეცედენტო გლობალურ თანამშრომლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდშიც კი, რუსეთი აგრძელებს დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობის, ასევე სამართლიანი გადანაწილების მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში