საპროტესტო აქციების ტალღა პარიზში

06 დეკემბერი 2020, 12:10 969 ნახვა

პარიზში პოლიციის მხრიდან ფერადკანიანი მამაკაცის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრია და ქუჩებში ბარიკადები დაწვა. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. საფრანგეთის მედიის ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 30 აქტივისტი.

პარიზში  აქციები მას შემდეგ დაიწყო რაც, სოციალურ მედიაში ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავს კანონს, რომელიც პოლიციელთა უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს და მოსახლეობას მათი მაიდენტიფიცირებელი ფოტო და ვიდეომასალის გადაღებას აუკრძალავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში