მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში

06 დეკემბერი 2020, 15:17 1496 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 321-ით გაიზარდა, აქედან 491  ადამიანი დაინფიცირდა აჭარაში. გარდაიცვალა—42 ადამიანი. აჭარაში დღეს 465 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 6 000-ს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად აჭარის რეგიონში.

მათგან 959 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1843 –  კოვიდსასტუმროებში, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, 3265 ინფიცირებული რჩება. პაციენტთაგან 100-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 40 – ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. კოვიდ-19-ს ბოლო 24 საათში, კიდევ ორი მედიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი "ევექსის" თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე - ახალციხის კლინიკებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში