აფხაზეთის მთავრობამ დევნილებს უფასო ტესტირება და ვაქცინაცია ჩაუტარა

06 დეკემბერი 2020, 15:10 915 ნახვა

დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებისთვის კოვიდ 19-ის უფასო დიაგნოსტირება მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, უფასო სწრაფი ტესტირება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ინფექციის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე კვლევას ადგილზე  ატარებენ. გარდა ამისა, მსურველებს სეზონური გრიპის ვაქცინაციასაც სთავაზობენ. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მსგავსი მასობრივი ტესტირება ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში უკვე ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში