როდის აისახება ხორბლის ფქვილზე სუბსიდირებული ფასი სამომხმარებლო ბაზარზე?

06 დეკემბერი 2020, 15:45 2098 ნახვა

იმისთვის, რომ პური ისევ არ გაძვირდეს  საქართველოს მთავრობა  სუბსიდირების  პროგრამას  იწყებს.  10 ათას ტონამდე  ხორბლის  სუბსიდირებისთვის  თვეში 2 მილიონი ლარი  დაიხარჯება.  ფქვილის იმპორტიორები და მწარმოებლები  50 კილოგრამიან ტომარაზე 10 ლარს მიიღებენ და ვალდებული იქნებიან პირველი ხარისხის ფქვილი მაქსიმუმ 53 ლარად  გაყიდონ. 

სუბსიდირების პროგრამა 1 დეკემბრიდან 31 მარტამდე იმოქმედებს, მასში  ჩართვისთვის კი პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაციით დაკავებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სააგენტოს უნდა მიმართონ. სამომხმარებლო ბაზარზე ჯერჯერობით პურის ფქვილის ფასი არ შეცვლილა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის  და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფასების ფონზე მოთხოვნა შემცირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში