ავსტრალიაში კვლავ ხანძარი მძვინვარებს

07 დეკემბერი 2020, 11:39 844 ნახვა

უკვე 6 კვირაზე მეტია, რაც ავსტრალიაში, ფრეიზერის კუნძულზე ტყის ხანძარს ებრძვიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძრის გავრცელების არეალის გაზრდის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. კუნძულზე ოქტომბრის შუა რიცხვებში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. ცეცხლმა 83 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რაც კუნძულის მთლიანი ფართობის ნახევარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში