კომუნიკაციების კომისიის მოწოდება მაუწყებლებს

07 დეკემბერი 2020, 15:50 1055 ნახვა

„კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამები და დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები“,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე  ინფორმაციით, ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივმა მედიამონიტორინგმა, რომელიც 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე განხორციელდა, აჩვენა, რომ პლურალისტულ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებული და მიკერძოებულია, ნაწილი კი სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში