ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას გამოტოვებს

07 დეკემბერი 2020, 18:02 1023 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს  შესაძლოა გამოტოვოს  ჯო ბაიდენის ინაუგურაცია და თეთრი სახლი სამხრეთის ეზოდან ვერტმფრენით დატოვოს, რათა ახალ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა აირიდოს თავიდან.  ამის  შესახებ  ამერიკული მედია  ტრამპის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

დედაქალაქში ყველა ოფიციალური ცერემონიის გამოტოვების შემდეგ  ტრამპი ფლორიდაში მასშტაბურ პოლიტიკურ მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.

ვარაუდობენ, რომ ტრამპი თავის  მხარდამჭერებს  2024 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებში  კენჭისყრის გეგმების შესახებ აუწყებს.  ტრამპის შტაბმა უარი თქვა პრეზიდენტის  სამომავლო გეგმების კომენტირებაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში