შუქურას გეგმები

07 დეკემბერი 2020, 20:02 3390 ნახვა

ქობულეთის შუქურა უმაღლეს ლიგაშია. გუნდი უძლიერეს ქართულ კლუბებს პაექრობას მომავალი სეზონიდან დაუწყებს. მალე გუნდი 25 წლიანი მართვის უფლებით გასხვისდება და ვალდებულების თანახმად მფლობელი გუნდისთვის ყოველწლიურად გარანტირებულ 200 ათას ლარს დახარჯავს, თუმცა ახალი მესვეურები ამით შემოფარგლებას არ აპირებენ და უფრო ფართომასშტაბიანი გეგმები აქვთ.

გუნდის პრეზიდენტის თქმით, პირველ რიგში აუცილებელია საბავშვო აკადემიის შექმნა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

შპს ჯგუფმა ‘’ქობულეთის შუქურამ’’ გუნდის წარმატებისთვის 820.000 ლარის ინვესტიცია  ერთი წლის განმავლობაში უკვე განახორციელა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში